Friday, November 23, 2012

დინოზავრი                                                   ტერმინი "დინოზავრი" შედგება ორი სიტყვისგან: "დინოს" -- წარმოუდგენლად დიდი და "ზაურუს" -- ხვლიკი. მათი არსებობა ბიბლიის სწავლებითაც მტკიცდება და სულაც არ ეწინააღმდეგება. ერთმანეთსუკანასკნელი დინოზავრები დედამიწაზე, დაახლოებით, 65 მილიონი წლის წინათ გაქრნენ, 160 მილიონი წლის ბატონობის შემდეგ.






დინოზავრები ლონდონის მუზეუმში










     სოროპოდ

                                                                                                                                                           სოროპოდები იყვნენ დიდი ზომის “ხვლიკისფეხა” არსებები, პატარა თავით და გრძელი, ჟირაფისებრი კისრით, რომლის მეშვეობითაც მაღალ ხეებზე უგემრიელეს ფოთლებს სწვდებოდნენ. მათ ჰქონდათ კონუსისებრული წინა კბილები და ამიტომაც ადვილად წყვეტდნენ ფოთლებს ტოტებიდან, ხოლო უკანა ბლაგვი კბილები ძირითად საღეჭ აპარატს წარმოადგენდნენ.


 ბრახიოზავრები
 ანუ “მხრებიანი ხვლიკები” იყვნენ სიგრძით 28 მეტრდიპლოდოკები,ანუ “ორმაგი ხვლიკები” ის, სიმაღლით 13 მეტრის  და იყონიდნენ 100 ტონას, იმდენს, რამდენსას 16 აფრიკული სპილო ერთად. ისინი მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ და სავარაუდოდ, დღეში ერთ ტონა ფოთოლს ჭამდნენ. ზოგიერთი სოროპოდის ჩონჩხში, მუცლის ღრუში ტოტებთან და ფოთლებთან ერთად იპოვეს გადაყლაპული უზარმაზარი ქვები.




Monday, November 19, 2012

კურდღელი :))


საქართველოში გვხვდება მხოლოდ ერთი სახეობა - რუხი კურდღელი. 
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის
შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.
ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

დღეს საქართველოში კურდღელზე ნადირობა მხოლოდ რეგისტრირებულ სამონადირეო მეურნეობებშია - სპეციალური ლიცენზიით დაშვებული.



თეთრი კურდღელითეთრანა ძუძუმწოვარი ცხოველი კურდღლისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 44-70 სმ, წონა 2,5-5,5 კგ. ზაფხულობით მურა, ნაცრისფერი ან ყავისფერია, ზამთრობით — თეთრი (მხოლოდ ყურის ბოლოები აქვს შავი). გავრცელებულია ევროპისაზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, უმთავრესად ტყის ზონაში. საქართველოში არ გვხვდება. სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.



Sunday, November 18, 2012

გამარჯობა !
მე ვარ ლიკა ჩხეიძე 12 წლის.
''ევროპული სკოლის''  7გ კლასის მოსწავლე.